მაყურებელი მოსაწყენ რეპერტუარს უჩივის " />

აზერბაიჯანში ბიუჯეტიდან თეატრების დაფინანსება შეიზღუდება

მაყურებელი მოსაწყენ რეპერტუარს უჩივის

აზერბაიჯანის მილი მეჯლისში (პარლამენტი) 2018 წლის ბიუჯეტის წინასწარი განხილვა შედგა. კულტურის საკითხებში საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, რაფაელ ჰუსეინოვმა თავის გამოსვლაში თეატრისა და კინემატოგრაფისთვის გამოყოფილი ხარჯების შემცირება გააკრიტიკა.

აზერბაიჯანში წარმატებულად ვითარდება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და სოფლის მეურნეობა. თუმცა, აზერბაიჯანი აგრარული ქვეყანა არ არის. აზერბაიჯანი არც დიდი სამხედრო მრეწველობის ქვეყანაა. აზერბაიჯანმა მსფლიოში პირველ რიგში თავისი კულტურით გაითქვა სახელი. ამიტომაც, კულტურის სფეროს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, დაფინანსება არა მწირი, არამედ უფრო არსებითი უნდა იყოს“, – თქვა ჰუსეინოვმა.

ჰუსეინოვმა გაიხსენა, რომ მომდევნო წელს აზერბაიჯანის კინემატოგრაფი თავისი არსებობის 120 წლისთავს აღნიშნავს. მაგრამ ბიუჯეტის პროექტში კინემატოგრაფს სათანადო ყურადღება არ აქვს დათმობილი – “ამგვარი მიდგომით დიდ განვითარებას ვერ მივაღწევთ“.

თეატრების დაფინანსება, წინა წლებთან შედარებით, 300 %-ით შემცირდა. ეს ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენი თეატრების მუშაობაზე“, – ციტირებს ჰუსეინოვის სიტყვებს ვებგვერდი modern.az.

ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი დეპუტატის განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ ჰუსეინოვმა, უბრალოდ, პროცენტები აურია. ლაპარაკია არა 300 პროცენტზე, არამედ ერთი მესამედით შემცირებაზე.

სოციალურ ქსელებში დისკუსია გაიმართა – უნდა ფინანსდებოდეს თუ არა თეატრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან? ხომ არ აჯობებს მათი სრულ თვითდაფინანსებაზე გადასვლა?

დღეს თეატრებს უნარი არ შესწევთ თვიანთი ხარჯები დაფარონ და მსახიობებს ხელფასი გადაუხადონ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ რეპერტუარის არჩევისას დამოუკიდებლობა არ გააჩნიათ. მაყურებლის მოსაზიდად საჭიროა მწვავე, სოციალურად მოთხოვნად თემებზე შექმნილი პიესები დაიდგას. მაგრამ ჩვენი თაეტრების რეპერტუარი დღეს უაღრესად მოსაწყენი და მაყურებლისთვის არამიმზიდველია“, – ამბობს თეატრის მოყვარული სევილ ჰასანოვა.

ჩემი აზრით, დღეს თეატრი როგორც დიდი დრამატული ხელოვნება არ არსებობს. ის რაც არის, კარიკატურაა და ხელოვნებისა და ტრადიციის შეურაცხყოფა. ის, ვინც ამ სფეროში საქმიანობს, თავს იტყუებს ან პარაზიტობას ეწევა. უნდა გააძევო ყველა და ეშმაკამდე გზა ჰქონიათ. 10 წელიწადია, ამის შესახებ ვწერ, და ალბათ ამ ფორმით მაინც გადაწყვიტეს ჩემი კეთილი რჩევის გათვალსიწინება“, მიაჩნია ხელოვნებათმცოდნესა და მსახიობს ულვი მეჰტის.


ასევე წაიკითხეთ