ექსპერტს მიაჩნია, რომ კომპანია ვალების რესტრუქტურიზაციის პროცედურისთვის ემზადება " />

აზერბაიჯანის რკინიგზები ახალი ფინანსური კრედიტების ძიებაში არიან

ექსპერტს მიაჩნია, რომ კომპანია ვალების რესტრუქტურიზაციის პროცედურისთვის ემზადება

განვითარების ფრანგული სააგენტო “აზერბაიჯანის რკინიგზებს” 112, 5 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტს გამოუყოფს. ეს სახსრები აზერბაიჯანში ლოკომოტივების ორი დეპოს მშენებლობას მოხმარდება”, – იუწყება სააგენტო “ინტერფაქს-აზერბაიჯანი” , მთავრობის უცნობ წყაროზე დაყრდნობით.

დაახლოებით ერთი კვირის წინათ აზერბაიჯანის რკინიგზებმა საერთაშორისო ფინანსური კონსულტანტის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადეს. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ კონსულტანტის მოვალეობაში კომპანიის მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირების შესაძლებლობათა მოძიებაც შევა. საერთაშორისო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზები, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის მსგავსად, გაბანკროტების პროცესისთვის და არსებული ვალების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად ემზადებიან.

ეკონომიკის ექსპერტი ნატიგ ჯაფარლი ამ განცხადებაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: “არსი ისაა, რომ აზერბაიჯანის რკინიგზები ცდილობენ, ვალების დაბრუნების ვადები გაწელონ, მათი “რესტრუქტურიზაცია” მოახდინონ, ანუ ეს ვალები სახელმწიფოს “აჰკიდონ”. ჯაფარლი გვაფრთხილებს, რომ მსგავს ბედს გაიზიარებენ სხვა სახემწიფო კომპანიებიც – SOCAR, Azerbaijan Airlines, AzerEnerji, AzerSu (აზერწყალი). “მათი საერთო დავალიანება 13-14 მილიარდი დოლარია, ანუ აზერბაიჯანის სახელმწიფო ვალზე მეტიც კი”, – ამბობს ჯაფარლი.


ასევე წაიკითხეთ