თვითმფრინავები კვირაში ერთ დღეს - პარასკევობით იფრენს " />

„აზერბაიჯანის ავიახაზები“ ლენქორანიდან მოსკოვში რეგულარული ფრენების განხორციელებას იწყებს

თვითმფრინავები კვირაში ერთ დღეს - პარასკევობით იფრენს

ლენქორანის აეროპორტი. ფოტო ქალაქის ოფიციალური ვებ-გვერდიდან

აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიაკომპანია AZAL რვა ივნისიდან პირდაპირ რეისებს გახსნის აზერბაიჯანის სამხრეთიდან, ქალაქ ლენქორანიდან რუსეთის დედაქალაქის მოსკოვის მიმართულებით , – იუწყება სახელმწიფო ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი.

რეისები ყოველ კვირას, პარასკეობით Airbus A320-ის თვითმფრინავებით განხორციელდება.

გამოფრენა საერთაშორისო აეროპორტ „ვნუკოვოდან“(VKO) ადგილობრივი დროით 10:00, ჩაფრენა ლენქორანის საერთაშორისო აეროპორტში (LKK)14:10. თვითმფრინავები ლენქორანიდან უკან 15:40 გაფრინდება, მოსკოვში ჩაფრენა – ადგილობრივი დროით17:50.

ზაფხულის პერიოდში მოსკოვში, რუსულ ტურისტულ კომპანიებთან პარტნიორობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, აზერბაიჯანის სხვა ქალაქებიდან – განჯიდან(13 აპრილიდან) და გაბალიდან (4 ივნისიდან) ასევე განხორციელდება AZAL-ის რეისები. ამ რეგიონებიდან AZAL მოსკოვში ადრეც დაფრინავდა, მაგრამ ლენქორანიდან აქამდე მხოლოდ კერძო რუსული ავიაკომპანიების ჩარტერული რეისები დაფრინავდა, და თან საკმაოდ იშვიათად. ბილეთის ფასი ლენქორანი-მოსკოვის რეისზე უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე მოსკოვში ბაქოდან გასაფრენი ბილეთის, რადგან იქ აეროპორტის მოსაკრებელი გაცილებით დაბალია.

გარდა ამისა, განჯიდან მოსკოვში პირდაპირ რეისებს პირველი ეროვნული ლოუკოსტერი Buta Airways ახორციელებს.
 

ლენქორანი – მოსახლეობის მიხედვით, აზერბაიჯანის რიგით მეშვიდე ქალაქია (დაახლოებით 50 ათასი). ის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. აზერბაიჯანის რუსეთთან შეერთებამდე ის ტალიშის სახანოს ცენტრს წარმოადგენდა.


ასევე წაიკითხეთ