ტეიმურ რაჯაბოვმა $110 000 და პრეტენდენტების ტურნირის საგზური მიიღო " />

აზერბაიჯანელმა მოჭდრაკემ მსოფლიოს თასი მოიგო

ტეიმურ რაჯაბოვმა $110 000 და პრეტენდენტების ტურნირის საგზური მიიღო

ფოტო: fide.com

აზერბაიჯანელმა მოჭადრაკემ ტეიმურ რაჯაბოვმა მსოფლიოს თასი მოიგო

რაჯაბოვმა ანგარიშით 6:4 დაამარცხა თავისი ჩინელი მეტოქე დინგ ლიერნი (მსოფლიოს სიძლიერით მეორე მოჭადრაკე) და გამარჯვებულის ტიტული და $110 000 ოდენობის პრიზი დაიმსახურა. 

გოგონები ფეხბურთს თამაშობენ: რატომ არის ეს თამაშზე უფრო მეტი? ვიდეო ბაქოდან

ტეიმურ რაჯაბოვი – 32 წლის დიდოსტატი, აზერბაიჯანის ნაკრების ევროპის გუნდური ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონია.  

ის 14 წლის ასაკში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის საუკეთესო მოჭადრაკეების ტოპ-100-ეულში მოხვდა, და ამ რეიტინგში 93-ე ადგილი დაიკავა. 

ჭადრაკის მსოფლიო თასის გათამაშება ქალაქ ხანტი- მანსიისკში (რუსეთი) ტარდებოდა. მისი ფინალისტები მიიღებენ მსოფლიო პირველობის ტურნირების ციკლის ეტაპის საგზურებს, სადაც მსოფლიოს ჩემპიონის მეტოქის ვინაობა გაირკვევა. 


ასევე წაიკითხეთ