აზერბაიჯანული პასპორტით არამხოლოდ მონტენეგროს კურორტებზე შეიძლება იოლად მოხვედრა, არამედ ბენინსა და შრი-ლანკაშიც " />

აზერბაიჯანის მოქალაქეები 66 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ

აზერბაიჯანული პასპორტით არამხოლოდ მონტენეგროს კურორტებზე შეიძლება იოლად მოხვედრა, არამედ ბენინსა და შრი-ლანკაშიც

აზერბაიჯანის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმით მსოფლიოს 66 ქვეყანაში შეუძლიათ გამგზავრება. გასულ წელს ასეთი 63 ქვეყანა იყო. ანუ, აზერბაიჯანმა „პასპორტების ინდექსის“ განახლებული რეიტინგში ზევით აიწია. კომპანია Henley & Partners, 104-დან 74-ე ადგილი დაიკავა.

პასპორტების ინდექსი – გადაადგილების თავისუფლების დონის მიხედვით ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგია, რასაც ისინი საკუთარ მოქალაქეებს სთავაზობენ.

აზერბაიჯანული პასპორტი საქართველოში, თურქეთში, ირანში, დსთ-ს ყველა ქვეყანაში, ასევე ალბანეთში, მონტენეგროში, მალიზიასა და კიდევ რამდენიმე ათეულ ქვეყანაში უვიზო რეჟიმით ჩასვლის საშუალებას იძლევა. ზოგიერთ სახელმწიფოში ვიზა საერთოდ არ არის საჭირო, ზოგან კი ვიზას ჩასვლის შემდეგ აფორმებენ – მისი მიღება წინასწარ საჭირო არ არის.

• როგორ არის მოწყობილი ტურისტული ბიზნესი აფხაზეთში

• კაუჩსერფერები ბაქოში: საბიუჯეტო ტურიზმი და ახალი ნაცნობობა

მაგალითად, ახლა აზერბაიჯანელებს ვიზის მიღება შეუძლიათ ადგილზევე, ბენინში, სირიაში ან შრი-ლანკაში ჩასვლისთანავე.

ამასთან ერთად, უვიზო რეჟიმი ზოგიერთ ქვეყანასთან – მაგალითად, პალესტინასთან – შეწყდა.

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, აზერბაიჯანის მოქალაქეები ყველაზე ხშირად ირანში მიემგზავრებიან. მეორე ადგილზეა – საქართველო.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 114 ქვეყანაზე ვრცელდება (51-ე ადგილი ინდექსში). სომხეთს ამ რეიტინგში 68-ე ადგილი უკავია. რეგიონის ლიდერი გახდა რუსეთი, რომლის მოქალაქეებს უვიზოდ 119 ქვეყანაში უშვებენ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ