ჟურნალისტმა სეიმურ ხაზიმ ხულიგნობის ბრალდებით ხუთწლიანი პატიმრობა მოიხადა " />

აზერბაიჯანელი სინდისის პატიმარი ციხიდან გათავისუფლდა

ჟურნალისტმა სეიმურ ხაზიმ ხულიგნობის ბრალდებით ხუთწლიანი პატიმრობა მოიხადა

ფოტო: criminal.az

ერთ-ერთი „მთავარი“ აზერბაიჯანელი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი სეიმურ ხაზი ხუთწლიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გათავისუფლდა. 

• პოლიტპატიმრების მარტის შეწყალება აზერბაიჯანში: როგორ მოხდა ეს

• რა არის თავისუფლება? ვიდეო-გამოკითხვა ბაქოს, თბილისისა და ერევნის ქუჩებში

ვინ არის სეიმურ ხაზი და რატომ აღმოჩნდა ის ციხეში

სეიმურ ხაზი – ოპოზიციური გაზეთის „აზალდიგის“ ჟურნალისტი და ოპოზიციური პარტიის „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ წევრია.

2014 წლის 30 აგვისტოს ის დააკავეს, ხულიგნობასა და იარაღის ხმარებაში დასდეს ბრალი, და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიების ვერსიით, ხაზიმ ქუჩაში უცნობს ჩხუბი დაუწყო და მას თავში ბოთლი ჩაარტყა. თავად ჟურნალისტი ამ ბრალდებას უარყოფდა, ჩხუბს პროვოკაციად მიიჩნევდა, დაპატიმრებას კი – პოლიტიკურად მოტივირებულად. ამ აზრს მისი კოლეგები, პარტიული მეგობრები, და ადგილობრივი საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციებიც იზიარებდნენ.

სეიმურ ხაზი აზერბაიჯანის ყველაზე „ცნობილი“ სინდისი პატიმრების რიცხვში შედიოდა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი დაპატიმრება მიზანშეუწონლად აღიარა, და დაადგინა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ ჟურნალისტს, მორალური ზიანისა და სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად, 15 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. 

იმ ადამიანს, ვისთანაც მაშინ სეიმურ ხაზის ჩხუბი მოუვიდა, ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა

ხუთი წელიწადი, რომელმაც „სასარგებლოდ ჩაიარა“

ციხეში ყოფნისას სეიმურ ხაზი ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილის ქალიშვილზე, ნიაგარ იაგუბლუზე დაქორწინდა.

ხაზიმ პატიმრობის ვადა თითქმის ექსცესების გარეშე მოიხადა, თუ არ ჩავთვლით იქაური პირობების შესახებ საჩივრებს. 

გათავისუფლებულმა ხაზიმ თქვა, რომ ეს ხუთი წელიწადი მან  „სასარგებლოდ გაატარა“, დაკავებული იყო სპორტით, და ბევრს კითხულობდა, ახლა კი თავის საქმიანობის გაგრძელებას აპირებს

სეიმურ ხაზის გათავისუფლების შემდეგ ციხეში რჩება კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც სინდისის პატიმრადაა აღიარებული – აფგან მუხთარლი. მოცემულ მომენტში კოლონიაში მისი უფლებების შეზღუდვის თაობაზე ის უკვე პირველად არ ჩივის. 


ასევე წაიკითხეთ