ცნობილ ოსურ როკ-ჯგუფს „Бόнвæрнон“-ს 45 წელიწადი შეუსრულდა " />

Hard rock სამხრეთ ოსეთში

ცნობილ ოსურ როკ-ჯგუფს „Бόнвæрнон“-ს 45 წელიწადი შეუსრულდა

Бόнвæрнон“ – ასე ჰქვია ოსურ ენაზე ცისკრის ვარსკვლავს, ვენერას, და ასევე ჰქვია ყველაზე ცნობილ და სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთში ყველაზე უძველეს როკ-ჯგუფსაც, რომელიც ცხინვალში სულ ახლახან დასრულებული მუსიკალური ფესტივალის ცენტრად იქცა.

ჯგუფ Бόнвæрнон“-ს 2016 წელს 45 წელიწადი შეუსრულდა. სოციალურ ქსელებში გამართული მსჯელობების დროს გაიხსენეს, თუ როგორ თქვა ხუთი წლის წინათ სამხრეთი ოსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ კონცერტზე ამ „როკ-ჯგუფის“ წარდგენისას, რომ „Бόнвæрнон“ „ბითლზზე“ ოდნავ გვიან შეიქმნა.

«  Бόнвæрнон“ „ბითლზზე“ ოდნავ გვიან შეიქმნა»

იუბილისადმი მიძღვნილი როკ-ფესტივალი ცხინვალში, სპორტული კომპლექსი „ოლიმპის“ ტერიტორიაზე ჩატარდა და მას სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი უჭერდა მხარს.

Бόнвæрнон“-ის ერთ-ერთმა სოლისტმა ვადიმ ხარებოვმა ახლახან გამოსცა თავისი ახალი ალბომი, სახელწოდებით  – “Фаендырысконд”.

კონცერტში ასევე მონაწილეობდა რამდენიმე ადგილობრივი და ჩამოსული მუსიკალური ჯგუფი, მათ შორის – „ Aсoustic Magic“.

 

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ