ვარდავარი უსაყვარლესი საზაფხულო დღესასწაულია. ეს სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული გახლავთ – ამ დღეს იესო ქრისტეს ფერისცვალებას ზეიმობენ. ეს დღესასწაული აღდგომიდან 98-ე დღეს აღინიშნება. თუმცა, ვარდავარის ფესვები ქრისტიანობამდელ პერიოდთანაა დაკავშირებული
არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სომხეთის პირველმა კათოლიკოსმა, გრიგოლ განმანათლებელმა ფერიცვალების დღესასწაულად ნავასარდის თვის პირველი დღე დაადგინა. ამ დღეს აღინიშნებოდა წარმართული დღესასწაული, რომლის ელემენტებიც ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულშიც შემორჩა.
მიიჩნევა, რომ წყალი, რომელსაც ადამიანები ვარდავარის დღეს ასხამენ ერთმანეთს, სამკურნალოა და იღბლისა და კეთილდღეობის მომტანია. ასე რომ, გაწუწულს უფლება არ აქვს, გაბრაზდეს. ისე გამოდის, რომ მადლობაც კი უნდა გადაუხადოს მიმლოცველს. საუკეთესო შემთხვევაში კი მიმლოცველიც უნდა გაიწუწოს!