ნიდერლანდები ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს დააყენებს
გაზიარება
გაზიარება
უვიზო რეჟიმის შეჩერება
ნიდერლანდები ევროკავშირს მიმართავს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ფელდკამპმა განაცხადა.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის ევროკავშირს გადასცემს ოფიციალურ მოთხოვნას , “რათა საქართველოს მთავრობისთვის ცხადი იყოს, რომ გზას, რომლითაც მიდიან, საზღაური მოჰყვება”.
ველდკამპი ამის შესახებ ჟურნალისტებს მალტაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტრების შეხვედრის წინ ესაუბრა. მისივე თქმით, ის ეუთოს მიმართავს, რათა საქართველოს ხელისუფლებისა და მათი ქმედებების მიმართ გამოძიება ჩაატაროს.
• საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობენ.
• უვიზო მიმოსვლის წესების თანახმად, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია უვიზოდ გაემგზავროს შენგენის ზონაში და ნახევარი წლის განმავლობაში (180 დღე) დაყოს იქ, საერთო ჯამში – 90 დღე. ამ პერიოდის განმავლობაში თავისუფლად შეგიძლიათ ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობა.