უმრავლესობამ „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით ჩააგდო
„ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა.
ერთედრთი დეპუტატტი რომელმაც დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა დიმიტრი სამხარაძეა.
რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამ კანონის არმიღებით საზოგადოებამ “ხელიდან შანსი გაუშვა”.
“ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა.
- “ქართული ოცნება” ამბობს, რომ გაიწვევს რუსულ კანონს. თუმცა, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ განცხადება არ კმარა
- “ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით” – სალომე ზურაბიშვილი
- გაზი, წყლის ჭავლი, დაკავებები – მასშტაბური აქცია თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ქრონოლოგია და ბევრი ფოტო
სხდომის პარალელურად დილიდან საპროტესტო აქცია გრძელდება პარლამენტთან. პარლამენთან შეკრებილები „რუსული კანონის“ გაწვევას შეძახილებით შეხვდნენ.
ისინი სკანდირებენ: „ჩვენ ვართ ევროპა!”, “საქართველო”.
კანონპროექტის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში 7 და 8 მარტს მიმდინარეობდა.




17 თებერვალს ოცნების სატელიტმა “ხალხის ძალამ” პარლამენტში განსახილველად ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.
როგორც ამას პროცედურები ითვალისწინებს, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.
ამ ორიდან ერთი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 7 მარტს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო.
აქციის ინიციირებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი პროტესტი მრავალათასიან მიტინგებში გადაიზარდა, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. მომიტინგეებს დაუშინეს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზი.
ამ კანონპროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ყველა, მთავრობის გარდა, რუსულ კანონს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მიღება ქვეყნისთვის დიდი ბარიერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.