უკრაინაში დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია დააფუძნეს და მისი მეთაური აირჩიეს
გაზიარება
გაზიარება
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უკრაინის ეკლესიის ახალარჩეული მეთაური ეპიფანე და უმაღლესი რადას სპიკერი ანდრი პარუბი უკრაინის ჰიმნს ასრულებენ REUTERS/Gleb Garanich
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელ კრებაზე, რომელსაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ერთიანი ეკლესიის მეთაურად პერეიასლავის და ბელაიაცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს. ეს უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების საბოლოო ეტაპი გახდა. შეკრებილების წინაშე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოვიდა.
უკრაინის ეკლესიის ახალარჩეული მეთაური კონსტანტინეპოლში (სტამბოლში) გაემგზავრება, სადაც მას 6 იანვარს ტომოსი – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ სიგელი, გადაეცემა. ამგვარად, უკრაინის ეკლესიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი ამით დასრულდება.
კრების მონაწილეები კიევში. REUTERS/Gleb Garanich
ეკლესიას უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია ეწოდა, მის მეთაურს არა პატრიარქის, არამედ მიტროპოლიტის სტატუსი ექნება.
დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე სამი მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებდა. ერთ-ერთი მათგანი კიევის საპატრიარქოს მიეკუთვნება, მეორე – მოსკოვისას; ასევე არსებობდა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესიებს შორის კონკურენცია მიმდინარეობდა, თითოეული მათგანი სხვებს „არასრულფასოვნად“ მიიჩნევდა, ქვეყნის რეგიონებში პერიოდულად მიმდინარეობდა ბრძოლა იმის გამო, თუ რომელი ეკლესიაა მთავარი.
ამ სიტუაციაში უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესიის რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. ამისთვის ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის შექმნა გახდა აუცილებელი.
მაგრამ, ამის წინააღმდეგ რუსული მართლმადილებელი ეკლესია და მის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია გამოდიოდნენ. რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან კავშირი გაწყვიტა.