‘მეტი ქალი პოლიტიკაში’ და ‘დაცული შრომითი უფლებები’_ ამ ორი მთავარი ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, თბილისში გამართული ორი აქცია-მსვლელობა, რომელშიც ათობით ქალმა მიიღო მონაწილეობა.
ისინი საქართველოში გენდერულ უთანასწორობას აპროტესტებდნენ. 8.03.2016.
აქციისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.
ქალთა მოძრაობის აქტივისტები ამზადებენ ყუთებს. ამ ყუთებში აქციის მონაწილეებმა წერილები უნდა ჩააგდონ, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის წევრებს გაუგზავნიან.
მათი მთავარი მოთხოვნაა ქვეყნის მართვაში ქალთა მეტი ჩართულობა.
მთავარი აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღის გაიმართა.
ერთი საათით ადრე აქტივისტების მეორე ჯგუფმა ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყო მსვლელობა გენდერული ჩაგვრის გასაპროტესტებლად.
პარლამენტის წინ აქციამ სასტვენების, შეძახილების და საჯარო გამოსვლების ფონზე ჩაიარა.
გენდერული უთანასწორობა პარლამენტის წინ 8 მარტს რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გააპროტესტა.
აქციის ბოლოს მონაწილეებმა წინასწარ გამზადებულ ყუთებში პარლამენტარებისათვის წერილები ჩაყარეს.