აგვისტოში საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული, 15.5 მლნ ლარი მიიღო
გაზიარება
გაზიარება
ტრაილერები საქართველოში
აგვისტოს თვეში საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული, 15.5 მლნ ლარი მიიღო. წინა თვეში ქვეყნის ბიუჯეტში საფასური 43 858 სატვირთო ტრაილერმა გადაიხადა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს სატრანსპორტო გზებით 13 633-ით მეტმა სატვირთომ ისარგებლა.
რეკორდული მაჩვენებლებია 8 თვის შემოსავლებშიც: სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა 71 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 65%-იანი ზრდაა და გასული წლის 12 თვის მონაცემს მკვეთრად აღემატება.
გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი
• 2022 წლის 8 თვე – 71 მლნ ლარი • 2021 წლის 8 თვე – 43 მლნ ლარი
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, გზათსარგებლობიდან შემოსავლების ზრდა ორმა ფაქტორმა განაპირობა – საქართველოს დერეფანში გაიზარდა სატვირთო გადაზიდვები და 2022 წლიდან გაძვირდა გზათსარგებლობის საფასური.
შესაბამისად, თუ საქართველოს გზებზე მოძრავი თითოეული ტრაილერი გზათსარგებლობისთვის 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, 20 ივნისის შემდეგ გადასახადი 350 ლარამდე გაიზარდა.