ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთი ცდილობდა დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო; თბილისი კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკაა.

კონფლიქტი ომში გადაიზარდა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით. სხვადასხვა წყაროების თანახმად, გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიენიჭა. მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია და ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ უკან დაბრუნებას.

1994 წელს მხარეებმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დახმარებით ხელი მოაწერეს “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა განცალკევების” შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების ფართომასშტაბიანი დარღვევები სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებული, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებული იყო რუსი სამხედროებით. ასევე კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

2008 წლის აგვისტოში 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

აფხაზეთი ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ. მისი ეს სტატური რუსეთის გარდა ე.წ. “მესამე მსოფლიოს” რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად განიხილავს.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

აფხაზეთში გალიდან დევნილი ქალი "ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს

სუს: აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

საქართველოს პრეზიდენტი: რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა

ამ ფაქტს "ქართული ოცნების" მხრიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია

აფხაზ ტიკ-ტოკერს, რომელიც აფხაზეთს საქართველოს ნაწილად ხედავს, ღალატში ადანაშაულებენ

სამშობლოს ღალატში ბრალდებულ დაურ ბუავას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების მომხრეა

"რატომ გვეშინია და ჩავიკეტეთ?" - იკითხა ხაშიგმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე

მშვიდობის ოაზისი "მეორე ფრონტის" ნაცვლად. მოსაზრება აფხაზეთიდან

საქართველო აფხაზეთში "მეორე ფრონტს" არ გახსნის - ხელისუფლების ამ პოზიციას აანალიზებს JAMnews-ის რედაქტორი აფხაზეთში ინალ ხაშიგი

მოსაზრება აფხაზეთიდან: რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება - რა იქნება შემდეგ?

ბჟანიამ რუსეთის კვალდაკვალ აღიარა, რო პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი კავშირის პერსპექტივა რეალობა ხდება

video icon

"ამ ცხოვრებაში ერთადერთი სიმდიდრე დავაგროვე - კარგი შვილები მყავს". დევნილი ქალის ისტორია VIDEO

"აფხაზს და ქართველს არაფერი აქვს საჩხუბარი, ყველგან რუსის ხელი ურევია"

შიშის ზონა. რეპორტაჟი ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზიდან

როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში სადემარკაციო ხაზზე მდებარე „ნაცრისფერ ზონაში“ აღმოჩნდნენ

საქართველოს საგარეო უწყება: NATO-ში გაწევრიანება ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა

საქართველო რუსეთის განცხადებას ბუქარესტის სამიტის გაუქმების შესახებ, მიუღებელად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 3+3 ფორმატისთვის საქართველოსთვის კარი ღია რჩება

"ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება პლატფორმის მუშაობაში ჩაერთოს საქართველოც"

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა