სკანდალი აფხაზეთში ქართულ "ხაშთან" დაკავშირებით
ქართული საქონელი აფხაზეთში
აფხაზეთის საზოგადოება აღშფოთებულია იმის გამო, რომ მაღაზიებში ქართული მარკირების მქონე საქონელი თავისუფლად იყიდება. ამასთან, ზოგიერთ მათგანზე არის დატანილი საქართველოს რუკა, სადაც მის შემადგენლობაში აფხაზეთია მითითებულია.
„ხაშის“ ქილამ, რომელიც ბიჭვინთაში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში იყიდებოდა, სოციალურ ქსელებში მშფოთვარე რეაქცია გამოიწვია.

როგორც გაირკვა, კონსერვები არა საქართველოდან, არამედ რუსეთიდან ჩამოიტანეს – პროდუქტი რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის ტერიტორიაზე, ნოვოალექსანდროვსკის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაშია დამზადებული. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სცნო, მაგრამ ქილაზე დატანილი ბარათი სხვა ინფორმაციას გვაწვდის.
- კომენტარი: აფხაზეთი ტვირთს თავისუფლად გაატარებს, მიუხედავად მოუგვარებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა
- კომენტარი: რუსეთი შეწყვეტს ინვესტიციებს აფხაზეთში და დახურავს სამხედრო ბაზას, თუ აგარაკი და მიწა არ გადაეცემა?
აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა „ყურადღება მიაქციონ აფხაზეთში ქართული ღვინოებისა და საქართველოში ეტიკეტირებული სხვა პროდუქტების რეალიზაციის ფაქტებს“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აფხაზეთის მაღაზიებში იყიდება მე-7 კლასის გეოგრაფიის გარკვეული ატლასი, რომლის გარეკანზე საქართველოს დროშაა გამოსახული.
„ვიმედოვნებთ, რომ განათლების სამინისტრო გამოსცემს ბრძანებას სკოლებიდან და მაღაზიებიდან ამ ატლასების ამოღების შესახებ, ხოლო გენერალური პროკურატურა ჩაატარებს გამოძიებას ამ ფაქტებთან დაკავშირებით.“ – განაცხადა “არუაამ”.
აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ მყისიერი რეაგირება მოახდინა კონსერვებზე, ქართულ ღვინოებსა და ატლასზე. სოციალურ ქსელებში “ხაშის” ფოტოს გამოჩენის მეორე დღესვე, გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ დაავალა უწყებას შეამოწმოს იმ პროდუქციის იმპორტის კანონიერება, რომელზეც აფხაზეთი საქართველოს შემაგდენლობაშია ეტიკირებული.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო