ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთი ცდილობდა დამოუკიდებელი ქვეყანა გამხდარიყო; თბილისი კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკაა.

კონფლიქტი ომში გადაიზარდა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით. სხვადასხვა წყაროების თანახმად, გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიენიჭა. მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია და ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ უკან დაბრუნებას.

1994 წელს მხარეებმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის დახმარებით ხელი მოაწერეს “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა განცალკევების” შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების ფართომასშტაბიანი დარღვევები სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებული, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებული იყო რუსი სამხედროებით. ასევე კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

2008 წლის აგვისტოში 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს შორის კი შეწყდა.

აფხაზეთი ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება როგორც დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ. მისი ეს სტატური რუსეთის გარდა ე.წ. “მესამე მსოფლიოს” რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად განიხილავს.

ფოტო გიორგი ცაგარელის არქივიდან თავად ავტორმა მოგვაწოდა

თბილისი: კრემლის მიერ სოხუმთან გაფორმებული ეკონომიკური შეთანხმება ანექსიის მორიგი ნაბიჯია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები

ვინ როგორ აპირებს კონფლიქტების მოგვარებას. პარტიების წინასაარჩევნო ხედვა

EMC: არც ერთ პარტიას არ აქვს კონფლიქტის მოგვარების კონკრეტული, რეალისტური ხედვა

აფხაზი პოლიტიკოსი: აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს წევრი უნდა გახდეს

მან ამ იდეის მიზანშეწონილობა გაზეთ „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაასაბუთა

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩაიშალა. თბილისი რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი - პანდემიას

თბილისი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრის ჩაშლა უარყოფითად აისახება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე

პატრიოტთა ალიანსმა აფხაზეთიდან უკან დაბრუნებული ხატი ბაგრატის ტაძარში გადაიტანა

ხატის გადატანის ცერემონიაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ

video icon

ხატის მოგზაურობა - როგორ ურთიერთობდნენ ქართველები აფხაზებთან მოსკოვის გავლით. ვიდეო

როგორ გახდა საჩუქარი მთავარი პოლიტიკური სკანდალი და რა შუაშია აქ რუსეთი

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების შესახებ გაერომ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს რეზოლუცი ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში

მოსაზრება: როგორ გავხდეთ პატივცემული ადამიანი აფხაზეთში

აფხაზეთში თაღლითობის ბრალდებით ჩინოვნიკი დააკავეს. ბლოგერი თენგიზ ჯოპუა აღშფოთებულია მისი „სამშობლოს წინაშე დამსახურების გამო“ გათავისუფლების მოთხოვნით

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დაკავებულ სამ ქართველს 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება

გატაცებულები დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. მკვლელი ისევ დაუსჯელია

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება“ტატუნაშვილი-ოთხოზორიას” სიის გასაფართოებლად არაფერს აკეთებს

კორონავირუსის ტყვეები - მათ, ვინც ქართულ მხარეს გადავიდნენ, აფხაზი მესაზღვრეები უკან აღარ უშვებენ

აფხაზეთში კორონავირუსის შესამოწმებელი ტესტები არ აქვთ, ამიტომ დაკეტილია ქართულ მხარეს გადასასვლელი. ათობით ადამიანი ქუჩაში, ფულის გარეშე დარჩა

რატომ გადადგა პუტინის გავლენიანი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან

სურკოვი იყო კრემლის სიმბოლო რეგიონებში, რომლებიც რუსეთის ფარული მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტებში არიან ჩაბმული

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა