მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი (დაიბადა 1967 წელს) – ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013), რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელია. 2003 წელს ის სათავეში ედგა მშვიდობიან ე.წ. “ვარდების რევოლუციას”, რომლის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა.

სააკაშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახელდება. მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის ათჯერ გაიზარდა, მოწესრიგდა გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მისი მმათველობის ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა სახელდება, ასევე სასამართლოებზე და მედიაზე კონტროლი, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა, სადაც თავდაპირველად უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი, მის ოპოზიციაში გადავიდა.

2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მალე იძულებული გახდა წასულიყო უკრაინიდან პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტის შემდეგ.

2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით.

პოლიტიკური კრიზისი და პრორუსული განწყობები. როგორ ხედავენ საქართველოს უკრაინელი ჟურნალისტები

უკრაინული გამოცემა „Заборона“-ს ჟურნალისტების რეპორტაჟი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის ბედზე

როგორ ცხოვრობს ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც არჩევნები ოპოზიციამ მოიგო. რეპორტაჟი წალენჯიხიდან

წალენჯიხა -"თავისუფლების კუნძული" იმედისა და იმედგაცრუების ზღვარზე

გერმანიაში დაკავებული ქართველი გენერლის საქმეში, უკრაინელი კონსულები ჩაერთნენ

გენერალი კალანდაძე 20 დეკემბერს მაშინ დააკავეს როდესაც ბერლინიდან უკრაინაში ბრუნდებოდა

"პროცესი წინაპირობების გარეშე" - საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს უმასპინძლა

"ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს [შერიგების] პროცესი დავიწყო"

საქართველოს საგარეო უწყება: NATO-ში გაწევრიანება ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა

საქართველო რუსეთის განცხადებას ბუქარესტის სამიტის გაუქმების შესახებ, მიუღებელად მიიჩნევს

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 3+3 ფორმატისთვის საქართველოსთვის კარი ღია რჩება

"ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება პლატფორმის მუშაობაში ჩაერთოს საქართველოც"

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანაში პოლარიზაცია არყევს მედიისა და არჩევნების ნდობას

""როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან"

სახალხო დამცველი

არჩევნები, პანდემია, მედიის მდგომარეობა და სააკაშვილი - ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიში

ლომჯარიას თქმით, სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა

სააკაშვილი მკურნალობას წყვეტს. მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომები მიიღეს და მნახველები შეუზღუდეს

"არ შევწყვეტ პროტესტს. სანამ არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას"

ამერიკის ელჩი: ერთპარტიული მმართველობა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს

დეგნანი: საარჩევნოდ 5%-იანი ბარიერის დატოვება, არაა გზა მრავალფეროვანი პარლამენტისკენ

"პიჯაკების საქმე" - რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე

სააკაშვილი მეორედ წარსდგა სასამართლოს წინაშე. ის თავს მძევალს უწოდებს და არ აღიარებს კორუფციის ბრალდებას

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა