მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი (დაიბადა 1967 წელს) – ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013), რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელია. 2003 წელს ის სათავეში ედგა მშვიდობიან ე.წ. “ვარდების რევოლუციას”, რომლის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა.

სააკაშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახელდება. მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის ათჯერ გაიზარდა, მოწესრიგდა გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მისი მმათველობის ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა სახელდება, ასევე სასამართლოებზე და მედიაზე კონტროლი, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა, სადაც თავდაპირველად უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი, მის ოპოზიციაში გადავიდა.

2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მალე იძულებული გახდა წასულიყო უკრაინიდან პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტის შემდეგ.

2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით.

არესტოვიჩი და ფეიგინი ხალხს მოუწოდებენ, საქართველოს საელჩოებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართონ

"საუბარია ადამიანის გადარჩენაზე და ელემენტარულ ადამიანის უფლებებზე"

"პუტინის მეგობარი ოლიგარქის პირადი ტყვე" - გორდონი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს

"ავტორი უმნიშვნელოვანესი რეფორმებისა, იტანჯება ციხეში და სიკვდილის ზღვარზე იმყოფება"

მაგნიტსკის აქტის ავტორი: სააკაშვილი ჩვენ თვალწინ კვდება - ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა 

„ეს ამაზრზენია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია"

უკრაინის საგარეო უწყება: ოცნებას სააკაშვილის სასჯელის გადავადებისა და უცხოეთში გადაყვანისკენ მოვუწოდებთ

"უკრაინის მოქალაქის კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით"

ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: ერთადერთი ქვეყანა, სადაც პუტინი და მისი იდეოლოგია იმარჯვებს, არის საქართველო

"ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ დონეზე იქნებოდით რუსების მონები"

სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ვერ ჩაერთო. მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება

მიზეზად დასახელდა ის, რომ კლინიკა "ვივამედს" შესაბამისი "ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს"

"დემოკრატიული ლპობის საფუძველი ბიძინა ივანიშვილია" - დებატები ევროპარლამენტში საქართველოზე 

"სააკაშვილი ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება პუტინის პოლიტიკაა"

სახელმწიფო დეპარტამენტი: სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

"დეპარტამენტი ძალიან ახლოდან აკვირდება სააკაშვილის მკურნალობას"

"არ უნდა მივცეთ მამაჩემს საშუალება, გარდაიცვალოს ციხეში" - პრესკონფერენცია სტრასბურგში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც იღებდნენ

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა