თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი, რომელიც კორონავირუსის მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო 23 აპრილს ჩაიკეტა, გაიხსნა.
12 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 317 გამოჯანმრთელდა და 11 გარდაიცვალა.
დღეიდან სოფელში შესვლა და იქედან გასვლა ყველას თავისუფლად შეუძლია.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფლის შესასვლელთან ე.წ სპეციალური გამშვები პუნქტი დარჩება და მოსახლეობის თერმოსკრინინგი ისევ გაგრძელდება.
ღვანკითში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ამ სოფელში მცხოვრებ 10 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამ დროისთვის იმერეთის არცერთ სოფელსა და ქალაქში კარანტინი აღარ მოქმედებს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.