2021 წელს საქართველოს 15 ათასმა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი ევროკავშირში
თავშესაფარი ევროკავშირში
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (European Union Agency for Asulym) მონაცემებით 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 68 პროცენტით გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს.
2021 წელ ჯამში საქართველოს 14 ათას 970-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი.
● სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის
● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები
ყველაზე მეტი განაცხადი საფრანგეთში გაკეთდა. 2021 წელს გაკეთებული საერთო განაცხადების 37 პროცენტი (დაახლოებით 5539) სწორედ საფრანგეთზე მოდის.
2021 წელს პირველივე ეტაპზე თავშესაფარზე უარი ეთქვა 10,590 საქართველოს მოქალაქეს.
უარების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გერმანიაში (საერთო განაცხადების 28 პროცენტი).
ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა წლების მიხედვით:
2016 – 8,775
2017 – 12,060
2018 – 20,950
2019 – 22,765
2020 – 8,905
2021 – 14,970