20 სექტემბრის საღამოს, 73 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა აფხაზი ისტორიკოსი და ე.წ. დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, სტანისლავ ლაკობა.
ლაკობა თავად მართავდა მანქანას, რომელითაც მეუღლესთან, ნათელასთან ერთად, სოხუმში მიემგზავრებოდა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, გუდაუთასთან ახლოს მას გულის შეტევა დაემართა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც ავტომობილი გზიდან გადავიდა.
დაშავებულები სასწრაფოდ გადაიყვანეს გუდაუთის საავადმყოფოში – ლაკობა გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი მსუბუქად დაშავდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აფხაზური გაზეთის, “ჩეგემსკაია პრავდა“-ს რედაქტორმა, ინალ ხაშიგმა, ფეისბუკზე ასე ახსნა ლაკობას მნიშვნელობა საზოგადოებისთვის:
‘სტანის ლაკობა აღარ არის.
იგი ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო, როცა უბრალო აფაზისთვის განასახიერებდა მუდმივ რაინდს, რომელიც დაუღალავად იცავდა სახელმწიფოს საფუძვლებს.
არავის, ვლადისლავ არძინბას გარდა, არ ენდობოდნენ იმდენად, რამდენადაც ლაკობას, როდესაც საქმე ეხებოდა ქვეყნის სახელმწიფოებრივ საკითხებს.
ის იყო პარლამენტის დეპუტატიც “ოქროს მოწვევის“ დროს 1990-იან წლებში და ერთხანს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც.
მაგრამ თანამდებობის მიუხედავად, ის რჩებოდა სლავად — თავმდაბალი ისტორიკოსის რეპუტაციით, რომლის ავტორიტეტი ბევრად აღემატებოდა აფხაზურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს.
დღეს აფხაზეთი სლავას გარეშე დარჩა.“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციიის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო