საქსტატი: 2022 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 3.4 პროცენტით შემცირდა
საქსტატის მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოში უმუშევრობის დონე 3.4 პროცენტით შემცირდა და ახლა 17.3 პროცენტია.
2022 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა და 51.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9 პროცენტი შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტით. ასევე, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად 44.1 პროცენტს და 41.5 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
● კვლევა: საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სიღარიბის და რუსეთის ეშინია
● ერთი წელი ემიგრაციაში. როგორ მოეწყვნენ საქართველოში და რას აპირებენ ემიგრანტი რუსები
● როგორ აისახა უკრაინის ომი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე