საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10-წლიან მინიმუმზეა
წელს საქართველოში სულ 718 მილიონი ლარის უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით არის შემცირებული.
წლის მოცემულ მონაკვეთში უმსხვილესი ინვესტორი სახელმწიფოებია – გაერთიანებული სამეფო (117.7 მილიონი დოლარი), ნიდერლანდები (79.3 მილიონი დოლარი) და აშშ (24.2 მილიონი დოლარი).
აღსანიშნავია, რომ წლის მესამე კვარტალი, როგორც წესი, ყველაზე აქტიურია და სწორედ ამ პერიოდში ხორციელდება ყველაზე მეტი ინვესტიცია.
წლის პირველ 3 კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების სტატისტიკა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
● 2010 წელი – $624.4 მილიონი
● 2011 წელი – $804.8 მილიონი
● 2012 წელი – $780 მილიონი
● 2013 წელი – $787.5 მილიონი
● 2014 წელი – $1.3 მილიარდი
● 2015 წელი – $1.36 მილიარდი
● 2016 წელი – $1.35 მილიარდი;
● 2017 წელი – $1.44 მილიარდი;
● 2018 წელი – $1.1 მილიარდი;
● 2019 წელი – $946 მილიონი;
● 2020 წელი – $718 მილიონი;
_____________________
● აშშ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის 1,8 მილიარდამდე ზრდა გამოიწვია