საქართველოს ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა, სადაც მხოლოდ “ქართული ოცნებაა” წარმოდგენილი, 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ გიორგი გახარია იქნება. უცვლელია მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის სრული უმრავლესობაც, იქ მხოლოდ ერთი ახალი სახეა – იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.
__________________________
● “ქართული ოცნების” ახალ მინისტრთა კაბინეტში ყველა ძველი სახეა. იცვლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრი
_____________________________
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;
- თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;
- იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;
- ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.
__________________________
● კანონები და გადაწყვეტილებები, რომელთაც ახალი პარლამენტი ვერ მიიღებს
● განხეთქილება ოპოზიციაში: ვინ იქნება პირველი, ვინც პარლამენტში შევა
● პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო
_________________________
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან.
ოპოზიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს შუამავლობას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა.
სწორედ ამის გამო, მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომები საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიულია.