საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წვრთნები დაიწყო
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წვრთნები დაიწყო
“კავკასიის არწივი 2022” – საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, “კავკასიის არწივი 2022”-ის გახსნის ცერემონიალი 11 ოქტომბერს საქართველოში, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში ჩატარდა.
სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მიერ სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და მრავალეროვნულ გარემოში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება. სწავლება კავკასიის არწივი 2022-ში მონაწილე სპეციალური დანიშნულების ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, დასახლებულ პუნქტში ბრძოლასა და სპეციალური ოპერაციების შესრულებაში.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება კავკასიის არწივი 2022 ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.
● მოსკოვის გზავნილი: თბილისი-NATO-ს ურთიერთობის განვითარებას სერიოზულად გავითვალისწინებთ
7 ოქტომბერ ცნობილი გახდა, რომ საქართველო თურქეთისგან NATO-ს სტანდარტების ჯავშანმანქანებს მიიღებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია “ASFAT”– ს შორის შეთანხმება დღეს, 7 ოქტომბერს გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშსაქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია “ASFAT”– ს შორის შეთანხმება დღეს, 7 ოქტომბერს გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანები გადმოეცემა.ანმანქანები გადმოეცემა.