საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს, სადაც მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ბოლო 24 საათში კორონავირუსით 428 ადამიანი დაინფიცირდა და 10 ადამიანი დაიღუპა, სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.
11 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 822 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 690 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
“ჩვენ უკვე მოვახერხეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს და აქ ურთიერთთანადგომა არის მნიშვნელოვანი. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რაც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. ეს პირველ რიგში, როგორც ჩანს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან”, – აცხადებს გახარია.