საგარეო უწყება: საქართველო გმობს უკრაინაში ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს
გაზიარება
გაზიარება
საქართველო გმობს უკრაინაში ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე ავრცელებს პოსტს, რომელშიც წერია, რომ უწყება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების მიერ ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს გმობს.
“საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის ეს მცდელობები ჩვენთვის მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”. – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
?? condemns the illegal referenda staged by ?? in the occupied territories of ??. These attempts for annexation of Ukraine’s territories are unacceptable. Georgia firmly supports Ukraine’s sovereignty and territorial integrity.@MFA_Ukraine
27 სექტემბერს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები რუსეთისთვის სასარგებლო “შედეგებით” დასრულდა.
როგორც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, ამ ეტაპზე “ხმების” 100% დაითვალეს ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთის ინფორმაციით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირა 98.42%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ხერსონში კი 87.05%-მა. რაც შეეხება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას. მათი განმარტებით, ამ დრომდე დათვლილია “ხმების” მხოლოდ 57%, რომელთა 94.75% “მხარს უჭერს” რუსეთთან შეერთებას.
ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. პირველ ეტაპზე 18-35 წლის მამაკაცებს გაიწვევენ, შემდეგ 35-45 და ა.შ. რუსული მედია წერს, რომ რუსმა ახალგაზრდებმა უკვე მასობრივად მიიღეს გაწვევის ცნობები. მოსახლეობის ნაწილში პანიკაა. რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.
თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, მობილიზაცია 300 000-მდე რუსეთის მოქალაქეს შეეხება, თუმცა გამოცემა Novaya Gazeta.Europe წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.