აფხაზეთის მოსახლეობა დაამშვიდეს - მათ მობილიზაცია არ შეეხებათ
რუსეთის მობილიზაცია აფხაზეთში
აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო სამხედრო კომისრის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება პირდაპირ ეხება აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ასევე მეორე, რუსეთის მოქალაქეობა.
შეეხებათ თუ არა მობილიზაცია აფხაზებს? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოქალაქეების დაახლოებით 70%-ს აქვს მეორე, რუსეთის მოქალაქეობა, აფხაზურ საზოგადოებაში დღის ყველაზე განხილვადი თემა პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციაა.
- ახრა ავიძბას დონბასიდან არ უშვებენ. რას ერჩიან ე.წ. საველე მეთაურს?
- კომენტარი: არის თუ არა აფხაზეთისთვის საფრთხე საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნაზე რეფერენდუმის იდეა?
- მოსკოვი აფხაზეთს ემუქრება – შესაძლებელია თუ არა ვითარების ნორმალიზება? ექსპერტის ანალიზი და ვიდეო
მოსკოვის მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, სოციალური ქსელების აფხაზურ ნაწილში აქტიურად ვრცელდებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლაი პანკოვის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მოსახლეობა ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარება.
დღის მეორე ნახევარში აფხაზეთის სამხედრო კომისარმა ბესლან ტარბამ მოსახლეობის შეშფოთებული განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა. Sputnik-აფხაზეთთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები, რომლებსაც აფხაზური და რუსული პასპორტები აქვთ, ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარებიან.
„რა თქმა უნდა, ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა ოფიციალურად, ცალკე ინსტრუქციას მივიღებთ. ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც ჩვენი მომხრები არიან”, – თქვა სამხედრო კომისარმა.
თუმცა, საღამოს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა რუსეთის პრეზიდენტის განკარგულების ინტერპრეტაცია აფხაზებთან მიმართებაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ და ამას ფეიკი უწოდა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო