სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას პირველი გამარჯვება მიულოცა
გაზიარება
გაზიარება
სალომე ზრაბიშვილმა საზოგადოებას გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს პროტესტის მონაწილეებს და საზოგადოებას მიმართა და პირველი გამარჯვება მიულოცა. მან მოიწონა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაწვევის შესახებ.
“მივესალმები სწორ გადაწყვეტილებას მიღებულს ხელისუფლების მიერ, რომ გამოეწვია ეს კანონი. ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა — ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება, რომ მთავრობამ და პარლამენტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად. გამოჩნდა არა მხოლოდ საქართველოში, გამოჩნდა ასევე საზღვარგარეთ. ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ არაჩვეულებრივი განწყობა და ხალხის ნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს იყო დეპოლარიზაციის პირველი ნიშანი, რადგან ყველა ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდა. და ეს გაერთიანება არ არის ერთდღიანი.
„მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ჩვენს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე მე უკვე გითხარით, რომ თქვენ გვერდით ვარ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის, და, გასაგებია რატომაც, უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ, რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ“, — დასძინა სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს.
„ეს ვეტო უკვე აღარაა ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ და მე ვარ თქვენი იმედით, თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არამხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა“, — დასძინა პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება.