საგუშაგოს რეკონსტრუქციის შემდეგ რუსეთიდან აფხაზეთში დღეში 100 000 ადამიანი და 20 000 მანქანა ჩავიდა
რიგები რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე
მოსკოვსა და სოხუმს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მდინარე ფსოუს გასწვრივ, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის უნდა გაოთხმაგდეს.
საკურორტო სეზონზე საზღვარზე მთელი საათის განმავლობაში მრავალკილომეტრიანი რიგებია, საზღვრის გადაკვეთას რამდენიმე საათი სჭირდება.
საგუშაგოზე, რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე მანქანებისთვის დამატებითი ზოლების და ფეხით მოსიარულეთა ჯიხურების შექმნა იგეგმება.
- საწვავის კრიზისი აფხაზეთში
- რა ტერიტორიების და ობიექტების მიღება სურს რუსეთს აფხაზეთისგან. კომენტარი
- იჩაგრება თუ არა რუსული ენა აფხაზეთში? მოსაზრება
ტევადობა გაიზრდება 100 000 ადამიანამდე (ამჟამად დაახლოებით 28 000) და 20 000 მანქანამდე (ამჟამად დაახლოებით 5000) დღეში.
რეკონსტრუქციაზე დაიხარჯება ხუთი მილიარდი რუბლი [დაახლოებით $84,000]. სავარაუდოა, რომ ეს თანხა რუსული ინვესტიცია გახდება, თუმცა, ამის შესახებ, ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო