რუსეთის პრეზიდენტმა ცხინვალთან ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა
პუტინმა რუსეთსა და ცხინვალს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმებას მხარი დაუჭირა და ხელიც მოაწერა. შეთანხმების მიხედვით, ერთი ქვეყნის მოქალაქეებს (ამ შემთხვევაში საქართველოს) შეუძლიათ მეორე ქვეყნის მოქალაქეობა მიიღონ.
ამ ნაბიჯით რუსეთი ცხნივალში მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უფრო მარტივი გზით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, ეს შეთანხმება საშუალებას მისცემს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, დამატებითი სოციალური გარანტიები იქონიონ.
______________________________________________________
● აქცია ენგურის ხიდთან: აქტივისტები აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვენ
● ცხინვალის ციხიდან გამოუშვეს კაცი, რომელსაც ღამურების შეგროვებას აბრალებდნენ
● უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები შიდა პროცესებში ჩარევას ცდილობდნენ
______________________________________________________
ასეთ შეთანხმებას რუსეთი აფხაზეთთანაც გეგმავს. ოფიციალური ცნობით, დოკუმენტი კვლავ შემუშავების პროცესშია.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რესპუბლიკბად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.