27 მარტის დილის 10:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4505 ადამიანი. სტაციონარში – 247.
კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის წესი გვამიდან ვირუსის გადადების რისკების შემცირების მიზნით შეიქმნა
ამ წესის თანახმად, კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანის ცხედარი ზეწრით უნდა დაიფაროს. ამის შემდეგ გვამი წყალგაუმტარ ჩანთაში უნდა ჩადონ და გადაიტანონ სამედიცინო დაწესებულებაში, დროებითი დაყოვნების სათავსოში, სადაც ჩანთის გარე ზედაპირს დეზინფიცირება უნდა გაუკეთონ.
კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანის გარდაცვალების შესახებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და სარიტუალო/დამკრძალავ სამსახურს გარდაცვალებიდან 1 საათის განმვლობაში უნდა შეატყობინონ.
გვამის ჩანთაში მოთავსებული ცხედარი სასახლით უნდა გადაასვენონ. სასახლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის დროს აკრძალულია.
მიცვალებული 72 სთ-ის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს. ამ დროს ხალხმრავალი პანაშვიდების გამართვა რეკომენდებული არ არის.
აკრძალულია გვამის ბალზამიერება და სამედიცინო გამოკვლევის მიზნით მისი გაკვეთა (გარდა აუცილებელი შემთხვევისა).
კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის წესი გვამიდან ვირუსის გადადების რისკების შემცირების მიზნით შეიქმნა.
წესები ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად შეიმუშავა.
COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის წესი უკვე მიიღეს არაერთ ქვეყანაში. იტალიაში აკრძალულია ცხედრის მოწესრიგება. დაკრძალვას 2-ზე მეტი ადამიანი არ უნდა დაესწროს.
საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.