როგორ იქცა ბალნეოლოგიური კურორტი ცაიში სათბურების სოფლად. ვიდეო
სოფელი ცაიში, სამეგრელოში, ადრე თერმული წყლებით ცნობილი, ბალნეოლოგიური კურორტი იყო. ახლა კი ბოსტნეულითაა განთქმული.
გენო ასათიანი პირველი ადგილობრივია, რომელმაც გადაწყვიტა ბუნებრივი ცხელი წყალი სასათბურედ გამოეყენებინა. ახლა ცაიშში შვიდ ჰექტარზე, ათობით სათბურია გაშენებული.
“ცაიშის პომიდორი” – ხშირად ნახავთ ამ წარწერას ბაზარში, ან ბოსტნეულის მაღაზიებში.
ამ ვიდეოში გენო ასათიანი Jamnews-ს უყვება, როგორ დაიწყო “ცაიშის პომიდვრის” ისტორია და ცაიშის ახალი სიცოცხლე.