მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართონ.
„ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება „ემერჯენს ცენტრი“. გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
“ემერჯენს ცენტრის” ექიმები გადაწყვეტენ, სად გადაამისამართონ პაციენტი – საკარანტინე ზონაში, ინფექციურ საავადმყოფოში თუ ოჯახის ექიმთან.
20 მარტს საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 3 შემთხვევა აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება. სამივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია.
კორონავირუსით დაინფიცირებული 43 პაციენტიდან მძიმეა სამი ავადმყოფის მდგომარეობა. აქედან ერთ-ერთი 80 წელს გადაცილებული ქალია.
12 პაციენტს პნევმონია აქვს.
ინფიცირებულებს შორის ოთხი არასრულწლოვანია. ისინი კარგად გრძნობენ თავს.