"რამდენიმე წლის წინ, საკუთარი თავი ვერ წარმომედგინა ასეთი აქტიური" - 24 წლის აქტივისტი ნინოწმინდიდან
გაზიარება
გაზიარება
მზისა ხმალაძე 24 წლის სამოქალაქო აქტივისტია ნინოწმინდიდან. მზისას სამოქალაქო აქტივიზმი სტუდენტობის პერიოდსა და თანაქალაქელ ახალგაზრდებს უკავშირდება.
პირველივე ინიციატივის წარმატებით განხორციელების შემდეგ, მზისა აქტიურად განაგრძობს რეგიონისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას, ადგილებზე დადებითი ცვლილებების მისაღწევად.
სამოქალაქო ჩართულობა მოქალაქეთა უფლებაა ადგილობრივ დონეზე ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც დემოკრატიის გაძლიერების საფუძველია.
ვიდეო სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
პროექტს ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასა (KKM) და ორგანიზაცია პირველ ევროპელთან(FE) ერთად.