რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ, როსკომნაძორმა, ძალზედ უჩვეულო დოკუმენტი მოამზადა სახელწოდებით „შეურაცხმყოფელი საკვანძო სიტყვები“.
დოკუმენტი ცენზურას უწესებს სიტყვებს, რომელთა გამოყენება და გამოქვეყნება აკრძალულია პრეზიდენტ პუტინის სახელთან და ფოტოსთან ერთად. წესი ეხება როგორც მედიაში, ისე სოციალურ ქსელებში ან/და სხვაგან გამოქვეყნებულ მასალებსა და პოსტებს.
დოკუმენტში მოცემულია “შეურაცხმყოფელი” და “ვულგარული” სიტყვების ოთხგვერდიანი სია.
სიის შესავალში ნათქვამია, რომ როსკომნაძორი სისტემატურად აკვირდება სოციალურ ქსელებს, რათა იქ პუტინის მიმართ შეურაცხმყოფელი და პუტინისთვის საწყენი პუბლიკაციები და კომენტარები გამოავლინოს.
რუსულმა სანდო წყარომ, გამოცემა “მედიაზონამ” გაარკვია, რომ ამ სახელის და გვარის ადამიანმა 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში დაიცვა დიპლომი “ბიზნეს ინფორმატიკის” პროგრამაში.
“მედიაზონამ” ამ სიტყვების სრული სია გამოაქვეყნა და იგი რუსულ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
როსკომნადზორი ყურადღებით აკვირდება არა მხოლოდ პუტინის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, არამედ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეტყობინებას.
„მედიაზონა“ წერს, რომ ბელორუსი ჰაკერების ჯგუფმა „კიბერპარტიზანებმა“ მოიპოვეს წვდომა ექსელის რამდენიმე ათეულ ცხრილზე ამავე სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობა ვ.ვ. პუტინი“.
ამ ცხრილში 2022 წლის აპრილის ბოლოდან კომპანია Brand Analytics, რომელიც თანამშრომლობს როსკომნადზორთან, ყოველდღიურად აქვეყნებს ინფორმაციას სოციალურ ქსელებში პუტინის სავარაუდო დაავადებებზე ცნობების შესახებ. თითოეულ მოხსენებაში საუბარია ანალიტიკოსების მიერ შესწავლილ ასობით პოსტსა და კომენტარზე.