აფხაზეთში 13 კაციანი პალესტინელი ლტოლვილების ჯგუფი, მათ შორის ბავშვები აღმოაჩინეს, რომლებიც საქართველოდან აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევას ცდილობდნენ. ისინი რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც სოხუმთან შეთანხმებით დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ამ გზით პალესტინელები რუსეთში გადასვლას გეგმავდნენ.
აფხაზეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ დაესაჯა ისინი, მაგრამ ასევე უარი თქვა მათ შეფარებაზე – “ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის“ გამო. შედეგად, ლტოლვილები, საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით, ქართულ მხარეს დაუბრუნდნენ.
„მათ სურდათ რუსეთში ჩასვლა. ასეც უთხრეს საქართველოში: მიდით ენგურის ხიდთან და რუსეთში მოხვდებითო“, – განაცხადა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.
აფხაზეთის მთავრობის პოლიტიკა ლტოლვილების მიმართ ძალიან მკაცრია: სოხუმი ყველანაირად ცდილობს თავიდან აირიდოს მათი შემოდინება, და ეს აიხსნება არა მხოლოდ სუსტი ეკონომიკით. მთავარი მიზეზი არის აფხაზების შიში, რომ კვლავ აღმოჩნდნენ საკუთარ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობად, როგორც ეს უკვე მოხდა საბჭოთა კავშირის დროს.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთმა ნებაყოფლობით მიიღო ლტოლვილები, დაკავშირებულია სირიის ომთან. 2013 წელს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ორგანიზებულად გადაიყვანეს ხუთასზე მეტი სირიის მოქალაქე ჯერ ბეირუთში, შემდეგ ჩარტერული რეისით სოჭში და იქიდან აფხაზეთში – ისინი ეთნიკურად აფხაზებს წარმოადგენდნ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო