ეროვნული ბანკი: ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 12.5%-ით გაიზარდა
ნოემბრის თვეში ემიგრანტებმა 12%-ით მეტი თანხა გამოგზავნეს, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ საერთო ჯამში 169.9 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
პირდაპირი ფულადი გზავნილები საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი და უმსხვილესი წყაროა. გასულ წელს, მხოლოდ გზავნილებით, ქვეყანამ 1.7 მილიარდი დოლარი მიიღო
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 16%-ით შემცირდა, პირველ ადგილს მაინც ის იკავებს. ნოემბერში რუსეთიდან 31 მილიონი დოლარი შემოვიდა.
ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა:
- რუსეთი – $31 მილიონი
- იტალია – $25.3 მილიონი
- აშშ – $19.6 მილიონი
- საბერძნეთი – $18.3 მილიონი
- ისრაელი – $13.7 მილიონი
- უკრაინა – $9.5 მილიონი
- თურქეთი – $9 მილიონი
- გერმანია – $7.5 მილიონი
- აზერბაიჯანი – $5.4 მილიონი
- ესპანეთი – $4.1 მილიონი
_____________________________
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
● UNICEF: საქართველოში 10 ათასამდე ბავშვს სახლში ინტერნეტი არ აქვს