პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი The Times-ისთვის მიწერილ წერილში აცხადებს, რომ დასავლეთი აიგნორებდა მის გაფრთხილებებს პუტინზე.
“პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის ორი ათეული წლის წინ გამოთქვა, მაგრამ დასავლეთმა უგულებელყო გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ.
ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტ-ნაკლებად ამიხსნა ჩვენს პირველ შეხვედრაზე.
2004 წელს, კრემლში შეხვედრის შემდეგ, ბერლინში გავემგზავრე, პუტინთან დაკავშირებით ჩემი შეშფოთების გამოსახატავად, თუმცა გერმანიის მაშინდელი კანცლერი გერჰარდ შროდერი გულცივად შეხვდა ჩემს გაფრთხილებას,და არც ის იყოგასაკვირი, რომ მან მაშინვე გამკიცხა პუტინთან.” – წერს სააკაშვილი.
გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდზე და ნათქვამია, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მან გაატარა ყოვლისმომცველი რეფორმები კორუფციის აღმოსაფხვრელად და ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირის გზაზე დააყენა.
გამოცემა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნება აღწერა, როგორც “მორალური არჩევანი”, რომელიც მიზნად საქართველოში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს.
წერილში სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ “საქართველოს მოსკოვისკენ მიბრუნება ორკესტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, ოლიგარქის, რომელმაც პარტია ქართული ოცნება დააფუძნა.”