კორონავირუსით მეათე გარდაცვალება აზერბაიჯანში, დაინფიცირების 65 ახალი შემთხვევა და კიდევ 58 გამოჯანმრთელებული
აზერბაიჯანში კორონავირუსი COVID-19-ით გარდაცვალების რიგით მეათე შემთხვევა მოხდა და დაინფიცირების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავდროულად მანამდე დაინფიცირებული კიდევ 58 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამრიგად, მოცემულ მომენტში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 991ადამიანს შეადგენს. მათ შორის, 159 უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.
აზერბაიჯანში შემოღებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი (მაგრამ, არა- საგანგებო მდგომარეობა)
დაკეტილია საწარმოების, ორგანიზაციებისა ,დაწესებულებებისა და კომერციული ობიექტების უმრავლესობა. დაკეტილია ასევე მეტრო, ყველა პარკი და სკვერი, ასევე გასართობი დაწესებულებები.
5 აპრილიდან დაწესებულია მგზავრების გადაადგილების შეზღუდვა – ქუჩაში გასასვლელად საჭიროა – ან სამსახურიდან ცნობა, ან სპეციალური SMS -ნებართვა ხელისუფლებისგან.