ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
1 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 207 გამოჯანმრთელდა და 7 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ბოლნისსა და თეთრიწყაროში გამოვლინდა.
ბოლნისში covid-19 გუშინ კიდევ 12 პირს დაუდგინდა. ყველა მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია. დაინფიცირებულთაგან ათი სოფელ მუშევანში ცხოვრობს, ერთს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სულ 107 დადასტურებული შემთხვევაა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.