კატების ქალაქი
როდესაც ბორის აკუნინი ბაქოში ჩამოვიდა (იმისათვის, რათა მორიგი დეტექტივის დასაწერად საჭირო მასალა მოეგროვებინა), ვიზიტის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე აზერბაიჯანის დედაქალაქს გულშიჩამწვდომი ოდა მიუძღვნა. უნდა აღინიშნოს, რომ, სხვა გარემოებებთან ერთად, მწერალმა ისიც შენიშნა, რომ ბაქო ცალსახად კატების ქალაქია, და არა ძაღლების.
ნამდვილად სამართლიანი შენიშვნაა. რა თქმა უნდა, ბაქოელების ნაწილს ძაღლები ჰყავს, მაგრამ საერთოდ, აზერბაიჯანელები კატებს უფრო ლოიალურად ეპყრობიან, ვიდრე ძაღლებს. ამიტომ ბაქოში ხშირად შეხვდებით მსუქან კატებს, რომლებიც სამწვადეების მახლობლად დასეირნობენ. ამას გარდა, ქალაქის ყველა ქუჩაზე ერთი კატა მაინც ბინადრობს.
გავრცელებული ლეგენდის თანახმად, წინასწარმეტყველმა მუჰამადმა ხალათის სახელო მოიჭრა იმისთვის, რათა მასზე მწოლიარე კატა არ შეეწუხებინა. ამდენად, ისლამი ცალსახად მიესალმება ამ ცხოველის მიმართ ზრუნვას. შესაძლოა, სწორედ განაპირობებს ბაქოს ქუჩებში მოსეირნე კატების კეთილდღეობას.
ეს კატა შინაური ფრინველის საკვებისთვის განკუთვნილ უზარმაზარ ბეღელს იცავს. ფოტო გადაღებულია ბუზოვნას დასახლებაში, ძლიერი წვიმის დროს.
შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში მცხოვრები კატებისათვის ნადირობა ერთგვარ გართობას წარმოადგენს, და არა საკვების მოპოვების საშუალებას. მათ ძირითად რაციონს ადამიანების მიერ მორთმეული ძღვენი წარმოადგენს.
ეს კატები არა კაფესთან, არამედ სილამაზის სალონთან ცხოვრობენ, რომელიც აჰმედლიში (ბაქოს ერთ-ერთ გარეუბანში) ცხოვრობენ. სალონის მეპატრონე გარეთ გამოვარდა, რათა შეემოწმებინა, ავი განზრახვით ხომ არ ვუღებდით ფოტოს ნაგვის ურნას, რომელიც სალონის წინ იდგა. სალონის მფლობელი დარწმუნდა, რომ ჩვენ მხოლოდ კატებს ვუღებდით სურათებს და სამუშაოს მიუბრუნდა (სალონში შებრუნებამდე კი თქვა, რომ ამჟამად ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი).
კატების მიმართ ლოიალურობაზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც ისე დიდია იმ აზერბაიჯანული ოჯახების რიცხვი, რომლებიც შინაური ცხოველი დაიტოვოს. და არა იმიტომ, რომ ეს ადამიანს დამატებით საზრუნავს უჩენს.
ხშირად ამის მიზეზი სისუფთავის ტრადიციული, პათოლოგიური სიყვარულია. ამიტომ ბევრ ადამიანს ბავშვობიდან ეშინია კატების. მაგალითად, ამ გოგონას, რომელმაც „საყვარელი“ ფოტოს გადასაღებადაც კი ვერ მოეფერა კატას.