4 დეკემბერს , საღამოს მე-10 საზღვაო პლატფორმაზე, ‘გიუნიაშლიში’ ხანძარმა იფეთქა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ პლატფორმისაკენ სამაშველო გემები გაგზავნა. ‘ყველა ღონეს ვხმარობთ ჩვენი თანამშრომლების გადასარჩენად. ყველა მათგანი უსაფრთხო ზონაში იმყოფება. სამაშველო გემები მიცურდნენ შემთხვევის ადგილას. მაღალი (8-10-მეტრიანი) ტალღები აძნელებს ევაკუაციის პროცესს. შემთხვევის შედეგად დაღუპულები და დაჭრილები არ არიან’, – ნათქვამია სამაშველო შტაბის ოფიციალურ განცხადებაში. მომდევნო ინფორმაცია საპირისპირო აღმოჩნდა.
გვიან საღამოს ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა განაცხადა, რომ ცეცხლმოდებული პლატფორმიდან ყველა თანამშრომელი გამოყვანილია. თუმცა, მომდევნო დილით სააგენტო ‘ტრენდმა’ გამოაცხადა, რომ გადარჩენილია ყველა, თუმცა ჯერ სახლებში არ მიუყვანიათ, რადგან სამაშველო გემებზე იმყოფებიან. მომდევნო საღამოს ‘ტრენდმა’, საკუთარი განცხადების საპირისპიროდ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ პლატფორმიდან 32 კაცი გადარჩა. არადა, სააგენტო ‘თურანმა’ ჯერ კიდევ 4 დეკემბრის საღამოს გამოაცხადა, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები. მენავთობეთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მირვარი გახრამანლიმ განაცხადა, რომ დაღუპულია, სულ ცოტა, 4 კაცი, ერთ-ერთი სამაშველო ნავის გახევის დროს. კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა სამაშველო გემზე. 32 ადამიანისაგან არაფერი ისმის და, შესაძლოა, ისინიც დაღუპულები არიან. სამაშველო ნავებში 46 ადამიანია განაწილებული. წყაროები იმაზეც კი ვერ თანხმდებიან, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თავიდან პლატფორმაზე. პრო-სამთავრობო პრესა ასახელებდა სხვადასხვა ციფრს 43-დან 63 ადამიანამდე. ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტო, SOCAR-ზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ყველა გადარჩენილია, სხვები, ასევე SOCAR-ზე დაყრდნობით, მხოლოდ 19 ადამიანის გადარჩენაზე ლაპარაკობენ. თავად კომპანიამ ჯერ კიდევ დილით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გადარჩენილია 26 კაცი, წინა საღამოს კი ამტკიცებდა, თითქოს ყველა გადარჩა. სააგენტო Reuters აცხადებს, რომ დაიღუპა 32 კაცი. მისი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი გახდა მილსადენის კრიტიკული დაზიანება, რომელიც ვერ შეაკეთეს ძლიერი შტორმის გამო. SOCAR-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ნათქვამის მიხედვით, რომელიც ჯერაც პლატფორმაზეა, სააგენტო ამტკიცებს, რომ თავიდან პლატფორმაზე 84 კაცი იმყოფებოდა.