გოგირდის აბანოებმა მუშაობა შეაჩერეს.ძველ თბილისში აბანოების თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. მათ საპროტესტო აქცია გამართეს და ‘ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის’ დავალიანების ჩამოწერა და ტარიფების შემცირება მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, თბილისელებს ჯანმრთელობის წყაროს ართმევენ, რაც დანაშაულია. როგორც აბანოს თანამშრომლებმა ‘ჯემნიუსთან’ საუბრისას აღნიშნეს : GWP-მ გოგირდის აბანოებს მაღალი გადასახადი დაუწესეს და დავალიანება დაუგროვდათ.
კომპანია ‘georgian water and power’, კი გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ‘კომპანია ‘ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი’ აცხადებს, რომ გოგირდის აბანოები დესტრუქციულ ქმედებას მიმართავენ, რადგან მათი პოზიცია სამართლებრივად წაგებიანია და სხვა გზა არ დარჩათ.
კომპანიამ აბანოებს ჩამდინარე წყლის გადასახადი სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფით და მათ მიერ მოხმარებული წყლის გაზომვის შედეგად დაუწესა. აბანოს ხელმძღვანელებს გადასახადის გადახდა არ სურთ, თუმცა მათ პოზიციას საფუძველი არ გააჩნია. შეგახსენებთ,შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, როგორც თბილისის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ლიცენზიანტი, აბანოების შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს, აბანოს ფუნქციონირებისას მოხმარებული წყლის გადასახადთან ერთად, გოგირდის გეოთერმული წყლების მოხმარების შედეგად საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის ღირებულების გადახდასაც სთხოვს. კომპანიამ აღნიშნული მომსახურების საფასური შეცვალა და 1 კუბურ მეტრზე 0,90 თეთრი, სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი დააწესა.