Freedom House გმობს რეპრესიებს და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ
Freedom House გმობს რეპრესიებს
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და გმობს საქართველოში მიმდინარე რეპრესიებს და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან შემზღუდავ კანონს „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ”. ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ბიბინს სედაკა საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
“Freedom House მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომლებიც თანმიმდევრულად და უმრავლესობით უჭერენ მხარს თავისი ქვეყნის დემოკრატიულ გზას. ჩვენ ვუერთდებით მათ, რათა შეშფოთება გამოვხატოთ საქართველოს მთავრობის მიერ „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის” მეორედ მიღების მცდელობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და მედიებს დაავალდებულებს, დარეგისტრირდენ, როგორც „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში “მოხდება ლეგიტიმური სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას მისცემს დამატებით ბერკეტებს, დააჯარიმონ ისინი. ეს საქართველოს დააკავშირებს ისეთ რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი – ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მცდელობებს”.
Freedom House-მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მიმართ: დაუყოვნებლივ გააუქმოს შემოთავაზებული კანონი. ორგანიზაცია ასევე გმობს მიმდინარე რეპრესიებს და ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებმაც დაიკავეს თბილისის ქუჩები, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ კანონპროექტს – რეპრესიებს, მათ შორის, წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და მასობრივი დაპატიმრებების გამოყენებით.
- ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში: საით მიდიხარ, საქართველო?
- “ვიწყებთ ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია შანტაჟში ჩართულ პირებზე” – შალვა პაპუაშვილი
- მუქარა, გინება, ცემა. რა ფაზაში შევიდა “ქართული ოცნება”. ექსპერტების კომენტარები
“ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ მუქარებითა და თავდასხმებით ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და მათ ოჯახებზე თავდასხმას. ასეთი რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის.
ჩვენ აშშ-ს, ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს დაჟინებით მოვუწოდებთ კოორდინირებული ქმედებისკენ, რათა ალაგმოს რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ მთავრობებმა უნდა დაიჟინონ, რომ ვენეციის კომისიას შესაძლებლობა მიეცეს, შეაფასოს ინიციირებული კანონი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. სამგზავრო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს, თუ კანონი მიიღება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მის დასკვნამდე.
ეს არის კრიტიკული ეტაპი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის. დემოკრატიული მთავრობები უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და გაუგზავნონ მკაფიო მას გზავნილი, რომ „ქართული ოცნების” მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები არ იქნება შემწყნარებელი”, – აღნიშულია განცხადებაში.