სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
იმიგრანტების 75.9% და ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობა იყო (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი). საქსტატი იქვე აღნიშნავს, რომ “2023 წელს, იმიგრანტების 44.6%-ს, ხოლო ემიგრანტების 66.7%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”.
2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 694 600 ადამიანია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).