ადამიანები ცდილობდნენ ცეცხლისგან ეხსნათ შვილები, თავი და ყველაფერი, რის გადარჩენასაც შეძლებდნენ. კოკიპირული წვიმის მიუხედავად, ქუჩაში გამორბოდნენ. პირველადი დახმარება დაზარალებულებს მეზობლებმა აღმოუჩინეს.
წინასწარი შეფასებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ამ რაიონში სახლები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ააგეს – ძველი შენობები ხით არის გადახურული და ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა ნაგები, ამიტომ ერთი შენობიდან მეორეს ადვილად მოედო ცეცხლი.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მეხანძრეები დროულად გამოცხადდნენ. ცეცხლის ჩაქრობაში ყველაზე აქტიური მონაწილეობა ტიმურ ცხოვრებოვმა მიიღო. მისი სახლი არ დამწვარა, თუმცა ცეცხლის ალი მის სახურავსაც მოედო.
ხანძარი ე.წ. “ებრაულ უბანში” მოხდა, თუმცა, თავად ტიმურ ცხოვრებოვი აღნიშნავს, რომ სინამდვილეში ეს სომხური კვარტალია.
დილით დაზარალებულებს პრეზიდენტი ეწვია და ქალაქის მერს მათთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის დავალება მისცა. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ დაზარალებულებს საცხოვრებელს ცხინვალის რომელიმე ახალ მიკრორაიონში გადასცემდნენ. თუმცა, აღნიშნულ უბნებში თავისუფალი ბინები აღარ აღმოჩნდა.
დაზარალებულები ნაქირავებ ბინებში განასახლეს. ბინის ქირის ფულს ხელისუფლება მანამდე გადაიხდის, ვიდრე მათ სათანადო საცხოვრებელი ფართით არ უზრუნველყოფენ. სამი ოჯახი, რომელთა სახლებიც მთლიანად დაიწვა და იმ ორი სახლის მოსახლეები, რომელთა სახლების სახურავებიც დაზიანდა, ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, რაც თითოეული ამ ოჯახისთვის ხანძრისგან მიყენებული ზარალის ხარისხის შესაბამისი იქნება.