თბილისში სულ სამი აფთიაქი დარჩა, სადაც წამლებს ექსტემპორალურად, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტების მიხედვით იქვე ამზადებენ. შედარებით უფროსებს, ალბათ ემახსოვრებათ ხველების სიროფის გემო, რომელსაც საბჭოთა ექიმი თითქმის ყველა გაციების დროს უწერდა პაციენტებს და აფთიაქში ამზადებდნენ.
თამარ მეფეზე არის აფთიაქი, რომელიც 1959 წლიდან ფუნქციონირებს. მისი გამგე მადონა გულდედავა კი აქ 1971 წლიდან მუშაობს.
JAMnews- ი აგრძელებს ვიდეო-ფილმების სერიას “რაც თავი მახსოვს”. ამ სერიაში გიყვებით ადგილებზე, სადაც თითქოს დრო გაჩერდა და წლებია არაფერი იცვლება. და ადამიანებზე, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს ერთ სამსახურში, მთელი ცხოვრება შეალიეს ერთ საქმეს და, რაც მთავარია, დღესაც სიყვარულით საუბრობენ თავიანთ პროფესიაზე.