დღეს ხარებაა - საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიებში ხალხმრავლობაა
სამების ტაძარში ლიტურგია პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა აღავლინა. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ლიტურგიას სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები და მრევლი დაესწრო. ტაძარში სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, მრევლი სპეციალურად მონიშნულ ადგილზე იდგა.
წირვას არ ესწრებოდა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. კათოლიკოს-პატრიარქი რამდენიმე კვირაა უკვე, რაც ლოცვებს აღარ აღავლენს.
“ცოტა წნევის ციფრები ჰქონდა ოდნავ მომატებული და ვინაიდან წინ ბზობა და რამდენიმე დღესასწაულია, ჩვენი თხოვნაა, რომ უფრო ყოჩაღად იყოს,” – განაცხადა პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ.
მისი თქმით, პატრიარქი წირვას საპატრიარქოს ეზოში მდებარე ეკლესიაში დაესწრო.
თემქაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ერთ-ერთ სტიქაროსანს დღეს covid-19 დაუდასტურდა. როგორც გაირკვა, ის კვირას, ეკლესიაში, წირვაზე იმყოფებოდა. covid-19 დაუდასტურდა მის დედას და ბაბუას. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ეს საქართველოს ტერიტორიაზე ეკლესიის მსახურის ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა. აქამდე დაინფიცირების ფაქტი მხოლოდ ამერიკის ეპარქიაში იყო დაფიქსირებული.
- სინოდი ზიარების წესს არ ცვლის – ტაძრებში მსახურება გახმოვანდება
- სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს
- საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა: შეზღუდვები ეკლესიაზე არ ვრცელდება
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- თბილისს ხატით შემოუფრინა მეუფე იაკობმა და კორონავირუსის წინააღმდეგ ლოცვა აღავლინა
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.