ცესკომ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები ოფიციალურად გააუქმა
ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები ოფიციალურად გაუქმდა. განკარგულებას, რომელიც 14 დეკემბრით თარიღდება, ხელს ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია აწერს.
საუბარია 5 ოპოზიციურ საარჩევნო სუბიექტზე. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპულ საქართველო“, „ლელო“, „ლეიბორისტულ პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი”.
ამ პარტიებმა 11 დეკემბერს ერთობლივად მოაწერეს ხელი ბოიკოტის, სიის გაწვევისა და მანდატების გაუქმების შესახებ განაცხადს და იმავე დღეს მიმართეს ცესკოს, შესაბამისი პროცედურის დასაწყებად.
ცესკოს გადაწყვეტილებით, მოიხსნენ ის კანდიდატებიც, რომელთაც პარლამენტის სადეპუტატო მანდატი არ აქვთ.
____________________________
● საქართველოს ახალი პარლამენტი მუშაობას იწყებს. ის ერთპარტიული იქნება
● კანონები და გადაწყვეტილებები, რომელთაც ახალი პარლამენტი ვერ მიიღებს
● განხეთქილება ოპოზიციაში: ვინ იქნება პირველი, ვინც პარლამენტში შევა
_____________________________
შემდეგი პროცედურაა მანდატების დასათმობად პარლამენტისთვის მიმართვა: იმ დეპუტატებმა, რომელთაც პარლამენტის მანდატი მიიღეს, საკანონმდებლო ორგანოს მანდატის გაუქმების შესახებ შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ.
14 დეკემბერს „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარლამენტს უკვე მიმართა მანდატის გაუქმების შესახებ, დანარჩენი პარტიები, ცესკოს გადაწყვეტილებას ელოდნენ და პარლამენტს სავარაუდოდ დღეს მიმართავენ.
პარტია “მოქალაქეები” (ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი), “გირჩი” (იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი) და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” შემავალი ბლოკის – “რესპუბლიკელების” ორი წევრი (თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე), ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკების დასრულებამდე არც სიის რეგისტრაციის გაუქმების და არც მანდატის გაუქმების შესახებ განცხადებას არ აპირებენ.